Wednesday, April 23, 2014

...

პროექტის სახელწოდება:
,,ვიქორწინოთ ადრე?!''
პროექტის მთავარი იდეა:
მოსწავლეები იკვლევენ ადრეულ ასაკში ოჯახის შექმნის დასაცავ და საწინააღმდეგო არგუმენტებს.
პროექტის აქტუალობა:
ა)მოსწავლეები შეხვდებიან ბიოლოგიის მასწავლებელს, ფსიქოლოგს, ექიმს, მოძღვარს, სამართალ დამცავ პირს, მშობელს და მოიპოვებენ ინფორმაციას თუ რა დადებითი  და უარყოფითი მხარეები აქვს ადრეულ ქორწინებას. ბ)მოიძიებენ მასალას ინტერნეტის საშუალებით.
პროექტის მიზნები:
ა)მოსწავლეები მოიძიებენ,თუ საქართველოს რომელ კუთხეში სჭარბობს ეს პრობლემ,როგორ იყო წარსულში და როგორ არის დრეს. ბ)შეისწავლიან სტატისტიკას და ააგებენ დიაგრამას.
მონაწილეთა ასაკი:
14-15 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა:
1-2 თვე.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეები ინფორმირდებიან ამ თემის ირგვლივ შექმნილ საკითხებით და აკვირდებიან სტატისტიკას.გაითავისებენ ,რომ ადრეულ ქორწინებას შესაძლებელია მოჰყვეს ადამიანის როგორც სულიერი, ასევე ფიზიკური ჯანმრთელობის შერყევა და  შეგნებულ უარს იტყვიან ამგვარ ქცევაზე.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:
ინფორმაციული ტექნოლოგიები,აუდიო და ვიდეო მასალა.
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტიობები):
მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ კვლევა-ძიების უნარი, სტატისტიკური მონაცემების ანალიზი და მისი თვალსაჩინო წარმოდგენა.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი;
ისტრორია,ლიტერატურა.
პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):
ქეთევან ხითარიშვილი.
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:
ketevankhitarishvili2@gmail.com